გიორგი ბაჩიაშვილის "გატაცების" საქმე - ადვოკატები გამოძიების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას დღეს მიმართავენ
გიორგი ბაჩიაშვილის "გატაცების" საქმე - ადვოკატები „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის მიერ სასამართლო დარბაზში გაჟღერებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
როგორც "პირველებისთვის" ხდება ცნობილი, გამოძიების მოთხოვნით ადვოკატები გენერალურ პროკურატურას დღეს მიმართავენ.
საქმე ეხება ბაჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის აბუ-დაბიდან ბიძინა ივანიშვილის დაველებით გაიტაცეს.
მთავარი იყო, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბებულიყავით იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც აღიწერა პროკურატურისთვს გაგზავნილ განცხადებაში. ეს გარემოებები წარმოადგენს საკმაოდ მნიშნელოვან დანაშაულებების შესახებ ინფორმაციას. მისი მოთხოვნაა, რომ მოხდეს ამ ფაქტების შესწავლა და ის გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მან ჩვენება მისცეს გამოძიებას. ეს არის პირვეი რიგირ გადაუდებელი ხასიათის საკითხები, რომლებიც საჭიროებს რეაგირებას, მათ შორის, ეს უკავშირდება აირზენას ბორტს, მათ შორის, ეს უკავშრდება სარადარო მონაცემებს, ნავიგაციასტან დაკავშირებულ საკითხებს, აეროპორტში გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ვიდეოკამერების ამოღებას. ის ვერსია, რომელიც იყო გავრცელებული მის დაკავებასთან დაკავშირებით არ შეესაბემება სინამდვილეს და ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებზეც მივუთითებთ, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი აზრით, დაადასტურებს სწორედ გიორგის პოზიციის ჭეშმარიტებას, - ამბობს ადვოკატი დავით ჯანდიერი.