ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 13 ივნისამდე გადაიდო
წულუკიანის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გადაიდო.
შემდეგი არსებითი განხილვის სხდომა 13 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.
როგორც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, გადადების მიზეზი გვარამიას გამოუცხადებლობაა, და ადვოკატს მომდევნო სხდომისთვის შესაბამისი ცნობის წარმოდგენა მოსთხოვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას 17 აპრილს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდის ვადა 7 ივნისს ეწურება.