მსვლელობა სამედიცინო უნივერსიტეტიდან-მომავალი ექიმები ილიას უნივერსიტეტის წინ შეკრებილ სტუდენტებს შეუერთდებიან
სტუდენტები იკრიბებიან სამედიცინო უნივერსიტეტთან-ახალგაზრდები ქუჩაში უსამართლობის და რეპრესიების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.
ისინი რადენიმე წუთში შეუერთდებიან ილიას უნივერსიტეტის წინ შეკრებილ სტუდენტებს და ასე გააგრძელებენ საკუთარ სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვას.
დღევანდელი ჩვენი მსვლელობა მიმართულია დაკავებული სტუდენტების სოლიდარობისკენ, ემსახურება იმას, რომ ადამიანებს ვაცნობოთ, მივედით იმ რეალობამდე, როცა რეჟიმი ეუბნება ყველას, რომ გემუქრება ციხე, თუკი ჩვენს მიმართ რაიმე კრიტიკას გამოთქვამთ, გექნებათ ანტიპათია, ან ღიად გააპროტესტებთ რამეს ისე, როგორც ამ ბავშვებმა გააკეთეს. ჩვენ გვინდა გამოვხატოთ სოლიდარობა, რადგან ჩვენი პროფესია დგას ემპათიაზე, თუ არ გვექნება დაჩაგრულისადმი ემპათია და თანგრძნობა, მაშინ როგორ ვიქნებით საერთოდ ადამიანები. საბოლოოდ ჩვენ შევუერთდებით ილიაუნის გაფიცულ სტუდენტებს, -განაცხადა აქციის მონაწილემ.
- ლექციების ნაცვლად ქუჩაში-ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ახლა აუდიტორიის ნაცვლად ქუჩაში დგანან და დაჭერილ ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებენ.