სკანდალი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფარცხალაძის გვარი გაჩნდა

02.06.25 20:02
სკანდალი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფარცხალაძის გვარი გაჩნდა

"კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის საქმე - ანონიმური წყარო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში საქართველოს ყოფილ პროკურორს, ოთახ ფარცხალაძეს სდებს ბრალს.

  • ეს ის ანონიმური წყაროა, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირის წინ წერდა, ვის ეკუთვნოდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი, რაც საბოლოოდ, პროკურატურამ დაადასტურა და სანდრო წივწივაძე დააკავა.   

ამავე ინფორმაციის თანახმად, ფარცხალაძე ცნობილი "კრიმინალური ავტორიტეტი" დედ ჰასანის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრია. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, პირი, ვინც კილერს შეკვეთილი მკვლელობისთვის ფული გადაუხადა, 2013 წელს მოკლული დედ ჰასანის ოჯახის წევრია. ვინ არის ირაკლი, ვინც გავრცელებული ინფორმაციით, გელა უძილაურს მკვლელობა შეუკვეთა, გამოძიებას დადგენილი არ აქვს.

ანონიმურმა წყარომ ოთარ ფარცხალაძე "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის ერთ-ერთ დამკვეთად გუშინ დაასახელა. უკვე მეორე დღეა, ოთარ ფარცხალაძე დუმს. 

ანონიმური წყარო, რომელიც პერიოდულად "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის საქმის დეტალებს ავრცელებს, წერს, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში "მთაწმინდის საძმოს" წევრებიც ფიგურირებენ. ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, რომლის პირად დაცვაში გელა უძილაური მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, იარაღის უკანონო გასაღებისთვის დაკავებული წივწივაძის შემდეგ, ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი სწორედ მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ხელში იყო.

სამივე ფიგურანტმა ქვეყანა ისე დატოვა, რომ პროკურატურას არც კი გამოუკითხავს.

დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში