მძიმე სტატისტიკა - საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულებს გადააჭარბა

02.06.25 20:57
მძიმე სტატისტიკა - საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულებს გადააჭარბა

საქართველო მძიმე დემოგრაფიული სურათის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყანაში გარდაცვალებამ დაბადებას გადააჭარბა. მაგალითად, 2014 წელს საქართველოში 60 000 ბავშვი დაიბადა. ეს მაჩვენებელი 2024 წელს 20 517-ით შემცირდა. ყოველწლიურად 2 000 ბავშვით ნაკლები იბადება. რატომ? ამის გამომწვევ მიზეზად "ძლიერ საქართველოში" მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონს ასახელებენ, რომლის გამოც ოჯახები შვილის გაჩენისგან თავს იკავებენ.

მძიმე სოციალური ფონის გამო, ემიგრანტთა რიცხვი გაორმაგებულია. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2021-2024 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 117 000  მოქალაქე წავიდა. ამ  ფონზე საქართველოს მოქალაქეებს უცხო ქვეყნის მოქალაქეები ანაცვლებენ. 2021 წლიდან 24 წლის პერიოდში  საქართველოში უცხო ქვეყნის 124 000 მოქალაქე დარჩა. აქედან მეტი წილი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.  

დეტალები ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები