საპროცესო გარიგება არ შედგა - 26 და 23 წლის ახალგაზრდები ციხეში გაუშვეს

02.06.25 20:42
საპროცესო გარიგება არ შედგა - 26 და 23 წლის ახალგაზრდები ციხეში გაუშვეს

26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სამი წლით ციხეში გაუშვეს. სახელმწიფო ბრალდება მათ 2024 წლის გაზაფხულის აქციების დროს სამეთვალყურეო კამერების დაზიანებას ედავებოდა. ეს დანაშაული დაკავებულებმა აღიარეს. ადვოკატების თქმით, საპროცესო გარიგების საფუძველი უნდა გამხდარიყო, თუმცა ისინი ადვოკატების თქმით, მოატყუეს და დღეს პროცესზე გაიგეს, რომ ციხეში მიდიან. 

დაკავებულები მზად იყვნენ, სახელმწიფოსთვის 12 100-ლარიანი ზარალი აენაზღაურებინათ, თუმცა მოსამართლემ არც ეს ფაქტორი არ გაითვალისწინა. 23 წლის დანიელ მუმლაძეს 3 წლის შვილი ჰყავს. პროევროპულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა 18 წლიდან მუშაობს და ნასამართლევიც არასდროს ყოფილა. ადვოკატის განმარტებით, აღიარებითი ჩვენება საფუძველი უნდა გამხდარიყო იმის, რომ მოსამართლეს მუმლაძე პატიმრობაში არ გაეშვა.

დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები