ლექციის ნაცვლად ქუჩაში - სტუდენტების 1-დღიანი გაფიცვა შედგა

02.06.25 20:25
ლექციის ნაცვლად ქუჩაში - სტუდენტების 1-დღიანი გაფიცვა შედგა

სტუდენტების 1-დღიანი გაფიცვა შედგა - დღეს ლექციის ნაცვლად ქუჩაში იდგა თითქმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი და ლექტორი. მთავარი აუდიტორია კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსის მიმდებარე ტერიტორია იყო. ამ ფორმით მათ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს დაპატიმრებულ სტუდენტებს, 19 წლის თათია აფრიამაშვილს და 20 წლის ლიკა ლორთქიფანიძის, რომლებიც ადმინისტრაციულ პატიმრობაში მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე გაუშვეს. 

სტუდენტები ამბობენ, რომ ერთ-დღიანი გაფიცვა სიმბოლური აქტია იმის საჩვენებლად, რომ ახალგაზრდების დევნას უპასუხოდ არ დატოვებენ. არ გვეშინია  -ეს პასუხი აქვთ სტუდენტებს ივანიშვილისა და კობახიძის მიმართ, რადგან ახალგაზრდების თქმით, ციხეში მათი თანატოლები სწორედ ამ ინდივიდების პოლიტიკური დავალებით გაუშვეს.   

დღეს სტუდენტების გვერდით იდგნენ ლექტორებიც. პროტესტმა პროფესორ-მასწავლებლებშიც მას შემდეგ იფეთქა, რაც მათი სტუდენტები ლექციაზე არ გამოცხადდნენ და გაიგეს, რომ ისინი საპატიმრო დაწესებულებებში მხოლოდ იმის გამო გადაიყვანეს, რომ კაფეში მყოფ "ქართული ოცნების" წევრს ეძახდნენ "ძირს დამპალი რუსული იმპერია".

დეტალები ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.