"ძირს რუსი მონები, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!... უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე ბევრი გარეთ მყოფი" - ლიკა ლორთქიფანიძის წერილი ციხიდან

02.06.25 20:21
"ძირს რუსი მონები, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!... უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე ბევრი გარეთ მყოფი"  - ლიკა ლორთქიფანიძის წერილი ციხიდან

დაკავებული სტუდენტი ლიკა ლორთქიფანიძე საკნიდან წერილს ავრცელებს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც მოსამართლე თეთრაულმა 12-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე გაუშვა, წერს, რომ "ციხეში უფრო თავისუფალია, ვიდრე ბევრი გარეთ მყოფი"

ლიკა ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ თავს კარგად გრძნობს და პატიმრობის დასრულების შემდეგ, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უფრო შემართებით დაუბრუნდება. 

მეგობრებო მესამე დღეა აქ ვარ და უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე ბევრი გარეთ მყოფი! არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! კარგად ვარ და ვიქნები. დაგიბრუნდებით 9 დღეში მხნედ!
ძირს რუსი მონები! ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ", - წერს ლიკა ლორთქიფანიძე.

მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ილიაუნელებს - ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. 

საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ მარიამ ლაშხთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და "ქართული ოცნების" მმართველობა შეძახილებით გააპროტესტეს.

"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს",  "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.