"ოცნების" მთავარი საზრუნავი იმ თანხების შენარჩუნებაა, რომელიც ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან მიიტაცეს - ჭყონია

02.06.25 22:35
"ოცნების" მთავარი საზრუნავი იმ თანხების შენარჩუნებაა, რომელიც ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან მიიტაცეს - ჭყონია

"ოცნების" მთავარი საზრუნავი  ძალაუფლებისა და იმ თანხების შენარჩუნებაა, რომელიც ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან მიიტაცეს, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, ივა ჭყონიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციების ჩადებას ერიდებიან. მისივე ინფორმაციით, არსებობენ წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც ქვეყანაში და სასამართლოში შექმნილი ვითარების გამო, რეინვესტირებაზე დაფიქრებულან. 

"ქართული ოცნების" მთავარი საზრუნავი არის ძალაუფლების შენარჩუნება და შენარჩუნება იმ თანხების, რომელიც ქვეყნიდან და ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან მიიტაცეს.... წლიდან წლამდე ხელისუფლებას ეზრდება შიში და სწორედ ამას ემსახურება (კანონები). ჩვენ საქართველოში არ გვაქვს სამართალი. (არადა) ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო სასამართლო. როდესაც ბიზნესისთვის სასამართლოს მივმართავდით დავებს წლები ჭირდებოდა. ახლა სასამართლოს ესენი პოლიტიკური ნიშნით თუ მიმართავენ, მოგვარებულია ყველაფერი. მე მაქვს ბიზნეს წრეებთან საუბარი და წარმატებული ბიზნესმენები რეინვესტირებასთან დაკავშირებით დაფიქრებულან", - ამბობს ივა ჭყონია.

მსგავსი სიახლეები