ვგმობთ ნიკა მელიას დაკავებას, მოვითხოვთ "ოცნებამ" რეპრესიები შეწყვიტოს - ლიეტუვის საგარეო
ვგმობთ ნიკა მელიას დაკავებას ვგმობთ - ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, „ოცნებამ“ „მიმდინარე რეპრესიები“ შეწყვიტოს.
„ჩვენ ვგმობთ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას და მოვითხოვთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები შეწყვიტოს. ჩვენ ევროპული ღირებულებების დამცველ ქართველ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ“, - წერს ლიეტუვის საგარეო.
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.
ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ.