საქალაქოში არჩილ მუსელიანცის პროცესი იმართება - გაუშვებენ თუ არა ციხეში აქტივიტს?

03.06.25 11:54
საქალაქოში არჩილ მუსელიანცის პროცესი იმართება - გაუშვებენ თუ არა ციხეში აქტივიტს?

საქალაქო სასამართლოში აქტივისტ არჩილ მუსელიანცის პროცესი იმართება. საქმე დასკვნით ეტაპზეა. მოსამართლე გიორგი არევაძე ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვას განაგრძობს. 

მუსელიანცს პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დაზიანებას ედავებიან, თუმცა ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდების მხარეს ამის მტკიცებულება არ გააჩნია. 

არჩილ მუსელიანცის ახლობლებს სამართლიანი განაჩენის იმედი არ აქვთ. ამბობენ, რომ სხვა მომიტინგეების მსგავსად, არჩილსაც ციხეში უკაონოდ გაუშვებენ. 

კარგი მოლოდინი არ გვაქვს. როგორც ყველას, აუცილებლად მიუსჯიან, იმიტომ, რომ ეს ე.წ. მთავრობა, პარლამენტი თვითონ, მოსამართლეები, უსამართლო სასამართლოა, როგორც ვიცით და აუცილებლად მიუსჯიან. ზეწოლაა ხალხზე, თვითონ პატიმრების გატეხვაც, ასე ვთქვათ. დაგვცინიან, მასხრად გვიგდებენ, მაგრამ მინდა, მივმართო ყველას, მოსამართლეს, ამ მთავრობას, რომ აუცილებლად დაუბრუნდებათ ეს ბოროტება, ამ ბიჭების წვალება. არჩილი ობოლი ბიჭია და ობოლი ბიჭის ასე დაჩაგვრა, არავის შერჩება, - ამბობს მუსელიანცის ახლობელი.

მსგავსი სიახლეები