აქტივისტის საქმე - რა თქვეს არჩილ მუსელიანცის პროცესზე პროკურატურის მოწმეებმა
არჩილ მუსელიანცის საქმეზე დღეს მოწმის სახით ის პოლიციელი გამოიკითხა, რომლის ოპერატიული პატაკის საფუძველზეც აქტივისტი დააკავეს. ვანო გავაშელიშვილი ქალაქის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელია. მისი გვარი საბა სხვიტარიძის საქმეშიც ფიგურირებს.
სასამართლოში მისული გავაშელიშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ არჩილ მუსელიანცი დაკავებამდე აქციაზე ნახა. მისი თქმით, საკუთარი მობილური ტელეფონით იღებდა იმ ადამიანებს, ვინც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. თქვა, რომ მას შემდეგ, რაც სამსახურში მივიდა, სოციალურ ქსელში ნახა კადრები, სადაც მუსელიანცი პარლამენტსი მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ კამერებს ცეცხლს უკიდებდა და სწორედ ამის საფუძველზე დაწერა პატაკი.
კიდევ ერთი მოწმე, რომელიც დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა, ექსპერტი, რომელმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტოზა ჩაატარა. დადგინდა, რომ ექსპერტიზამ არ გამოიკივლია და დაადასტურა ის გარემოება, იყო თუ არა წარდგენილ მტკიცებულებებზე მონტაჟის კვალი. ექსპერტის განმარტებით, ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ აღნიშნული კითხვა მისთვის პროკურატრუაას არ დაუსვამს.
არჩლ მუსელიანცის საქმეზე დღეს ჯამში 5 მოწმე გამოიკითხა. აქედან ერთი გამომძიებელი, დანარჩეი 4 კი ექსპერტი იყო.
პროკურატურას კიდევ რამდენიმე მოწმე რჩება გამოსაკითხი, რის შემდეგაც უკვე საქმეზე განაჩენი დადგება.
არჩილ მუსელიანცს გამოძიება პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დაზიანებას ედავება. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.