რა ხდება თბილისის მეტროში?
მეტრო შეფერხებით მუშაობს - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შეფერხება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ღრმაღელის“ მეტროსადგურამდეა.
კომპანია შეფერხების მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს.
მანამდე მგზავრების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, "ღრმაღელის მეტროში დაკვამლიანების შესახებ“.