მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანტონ ჩეჩინი პატიმრობაში დატოვა - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე
ანტონ ჩეჩინი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესს ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
- რუსეთის მოქალაქე კაცს, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში პუტინის რეჟიმს გამოექცა, ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან.
- თავად 26 წლის ახალგაზრდა აღნიშნავს, რომ საქართველოში გამართული პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, დღეს სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულები გამოიკვლიეს, გამოიკითხნენ პროკურატურის მოწმეები. ასევე გადაისინჯა აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა.
პროცესზე მოსამართლეს თავად ბრალდებულმაც მიმართა, ჩეჩინი ჯვებე ნაჭყებიას უხსნიდა, რომ მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს და აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შემთხვევაში არც ქვეყნიდან გაიქცევა.
ამ დრომდე გამოძიებული არ არის, საიდან აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ჩემს ტანსაცმელში. პროკურორის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ მე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შემთხვევაში მართლმსაჯულებასა და პასუხისმგებლობას თავს ავარიდებ ეს, როგორ უნდა მოხდეს? საზღვარს, ხომ ვერ გადავკვეთ? ის კარგად არის დაცული", - განაცხადა ანტონ ჩეჩინმა.
მიმალვის საფრთხე არარსებობაზე საუბრობს "პირველებთან" ჩეჩინის უფლებადამცველიც.
"ეს ადამიანი რუსეთის რეჟიმს გამოექცა, ლოგიკას მოკლებულია რომ გაიქცე იმ ქვეყანაში, საიდან ხარ დევნილი" - ამბობს ადვოკატი.
არ გვქონდა იმის მოლოდინიო, რომ რეალურად დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ან შემდგომ პროცესებზე, როცა მოხდება გადასინჯვა კონკრეტული აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, ამ შემთხვევაში პატიმრობას ვგულისხმობ, არ იქნება შეცვლილი სასამართლოს მხრიდან. სამწუხარო, ფაქტია თუმცა არ გვაქვს ამის მოლოდინი. რეალურად, მიმალვის საფრთხე ფიზიკურად ვერ იარსებებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი იმ რეჟიმს გამოექცა რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც დღესაც მმართავს რუსეთის ფედერაციას. ლოგიკას მოკლებულია რომ გაიქცე იმ ქვეყანაში, საიდან ხარ დევნილი" - ამბობს ადვოკატი.
ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, რომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა კვლავ ძალაში იქნას დარჩენილი.
სასამართლომ მოისმინა მხარის პოზიციები და მიზანშეწონილით მიიჩნია აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა დარჩენილი იყოს ძალაში. ჩვენ მოვისმენთ მათი ჩვენები, უშუალოდ გამომძიებლების ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ანტონ ჩეჩინის პირადი ნივთებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. ჩვენ გამოვიკვლიეთ ბოლო ექსპერტიზის დასკვნა. ეს მტკიცებულებები საკმარისია, რომ გავარკვიოთ ეს საშუალებები ეკუთვნოდა თუ არა ანტონ ჩეჩინს", - ამბობს პროკურორი.
26 წლის ახალგაზრდა საქართველოში რუსეთიდან მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც უკრაინაში რუსეთი შევიდა და ომი წამოიწყო. ჩეჩინის ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა რუსეთში ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობდა, ის ნავალნის პარტიის მხარდამჭერი იყო და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.