"ჩვენ ვიბრძვით სტუდენტების თავისუფლებისთვის" - საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

03.06.25 18:18
 "ჩვენ ვიბრძვით სტუდენტების თავისუფლებისთვის" -  საქართველოს  ეროვნულ  უნივერსიტეტთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

სოლიდარობის აქცია საქართველოს  ეროვნულ  უნივერსიტეტთან  - ახალგაზრდები თათია აფრიამაშვილის  ლიკა ლორთქიფანიძე სოლიდარობის  ნიშნად შეიკრიბნენ. 

სტუდენტები ცდილობდნენ, რომ უნივერსიტეტის ფანჯრიდან ბანერი გადმოეფინათ წარწერით - " ჩვენ ვიბრძვით სტუდენტების თავისუფლებისთვის", - თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და დაცვის  თანამშრომლებმა ახალგაზრდებს არ მისცა ამის, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა.  

უნივერსიტეტთან  მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც. 

სტუდენტები ამბობენ, რომ სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ და დაჭერით მათ ვერ შეაშინებენ. 

იმ სიტყვების გამო, რისთვისაც დააკავეს სტუდენტები ამ ბანერის გადმოფენა უნდოდათ სეუ-ს სტუდენტებს, რისი საშუალებაც არ მისცა სეუ- ს ადმინისტრაციამ და დაცვის სამსახურმა. რაც არის სრულიად მიუღებელი, იმიტომ რომ ეს  არის გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს  სტუდენტს. პოლიციაც აქ დგას, მაგარმა არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, დაჭერისაც არავის არ ეშინია", - ამბობს ერთ - ერთი სტუდენტი. 

შეგახსენებთ, რომ სტუდენტებიდან ორი-თათია აფრიამაშვილი და ლიკა ლორთქიფანიძე პატიმრობაში მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე გაუშვეს.

მსგავსი სიახლეები