„ოცნება“ გაზრდილი ეკონომიკით ამაყობს - როგორია ხალხის რეალობა
ტვ პირველის გამოკითხვაში ხალხი იმ რეალობას აღწერს, რომელიც, მათი შეფასებით ქვეყანაშია. ამბობენ, რომ ფასები სურსათზე იზრდება, რაც მათ ყოფას გაუსაძლის ხდის, ძვირდება არა მხოლოდ საკვები არამედ ყველა ის ნივთი, რაც ყოველ დღე სჭირდება მოქალაქეს. მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ ტელევიზორში უკეთესი ცხოვრების შესახებ ესმით, თუმცა მთავრობაში მყოფი პირების ეს განცხადებები რეალობას აცდენილია.
ხალხი გაძვირებულ ცხოვრებაზე წუხს, თუმცა ამ ადამიანების ცხოვრების სიმძიმე სტატისტიკურ მონაცემებში არ ჩანს. საქსტატის ბოლო კვლევით, ინფლაცია მაისში წინა თვესთან შედარებით 0.4 %- ით გაიზარდა. ფასებმა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე კი მხოლოდ 1.6 %-ით იმატა. ამასთან, ხალხი ყვება, რომ ბოლო დღეებშიც კი პროდიქტების შეძენა მათთვის შეუძლებელი ხდება.
საქსტატის მონაცემებით, ბოსტნეულზე და ხილზე ფასები დაახლოებით 8 %-ით გაიზარდა, თუმცა რძის პროდუქტების და ზეთის ფასმა იკლო. ასახავს თუ არა ეს რიცხვები რეალობას? ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ქვეყნის მთავარი მთვლელის მეთოდოლოგია არასწორია. მათი თქმით, ქვეყანაში უცვლელ გამოწვევად რჩება ელიტური ბიზნესჯგუფების ინტერესები, რაც გამორიცხავს კონკურენციასაც და ფასების რეალურ კლებასაც.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.