ჩვენ ტელევიზიის გათიშვას არ ვაპირებთ, მივიდნენ და გათიშონ - ნოდარ მელაძე

03.06.25 19:44
ჩვენ ტელევიზიის გათიშვას არ ვაპირებთ, მივიდნენ და გათიშონ - ნოდარ მელაძე

ის რომ ჩვენი არხი, რაიმე ფორმით შეცვლის თხრობას, მოვლენებითვის თავისი სახელის დარქმევას, ან საგამოძიებო კონტენტის კეთებას, ამის შანსი ნულია,- ამის შესახებ “ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა.

მელაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, მედიასაშუალებები მოგუდოს, თუმცა, მისივე თქმით, “გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ არხმა გააგრძელოს ისევ ისე ოპერირება, როგორც მანამდე“.

“ჩვენ ჩვენი ტელევიზიის გათიშვას არ ვაპირებთ, მოვიდნენ და გათიშონ“,-ამბობს ის.

„ქართული ოცნების“ მიზანია, რომ მედიასაშუალებები მოგუდოს, ის რომ ჩვენი არხი, რაიმე ფორმით შეცვლის თხრობას, მოვლენებითვის თავისი სახელის დარქმევას, ან საგამოძიებო კონტენტის კეთებას, ამის შანსი ნულია. მაშინ ისინი უნდა მოვიდნენ და გაგვთიშონ.  არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, მანამდე არაერთი გვქონია, რომ რაღაც სადამსჯელო  სქემიდან, რომელსაც მოიფიქრებდა ივანიშვილის პარტია, მედიას ვერ მოეხდინა გარკვეული საევაკუაციო გასასვლელის მოძებნა ამ სიტუაციიდან. ამ შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, ჩვენ გვირთულდება საქმე, რომ ერთის მხრივ, ჩვენ გავაგრძელოთ ისევ ისე ოპერირება, როგორც მანამდე, მეორეს მხრივ კი დავიცვათ თავი. აქ ყველაფერი უკვე დამოკიდებულია მოქალაქეებზე დამოკიდებული-სამოქალაქო სექტორზე, არასამთავრობოებზე, პოლიტიკურ პარტიბზე, ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია მათ ითამაშონ დიდი როლი და როგორ? თუ კანონი ადგენს რიგ დათქმებს მედიასაშუალებების მიმართ, ეს მოთხოვნები და დათქმები არის ერთიანი ყველასთვის, მათ შორის პროსახელისუფლებო მედიისთვის. ისინი ძალადობრივ აქციებს უწოდებენ იმ გამოსვლებს, რომელსაც ჩვენ რუსთაველზე ვხედავთ, ანუ ძალადობრივი აქციის მონაწილეებად აცხადებს ადამიანებს, რომლებიც სრულიად მშვიდობიანად მიდიან და გამოთქვამენ პროტესტს, ნებისმიერ მათგანს, სრული უფლება აქვს, მარეგულირებელ კომისიას მიმართოს ამ მედიების მიმართ საქმის წარმოების მოთხოვნით. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ მარეგულირებელში იქნება ათასობით მსაგვსი საჩივარი, რომელიც უნდა განიხილოს მარეგულირებელმა და თუ პრაქტიკა არის ასეთი, რასაც ისინი დააამკვიდრებენ, თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველაზე, -განაცხადა მელაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" FARA, რომელიც სადაო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტმა მიიღო, ძალაში 31 მაისს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება. 

FARA-ს ამოქმედების შემდეგ, "ქართული ოცნება" ტელეკომპანია “პირველს“ და ტელეკომპანია “ფორმულას“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის. ივანიშვილის გუნდი მედიას ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის უჩივის, როგორიცაა - "ოლიგარქი";  "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..

მსგავსი სიახლეები