ხმაური ეროვნულ უნივერსიტეტთან - სტუდენტებმა თათია აფრიამაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

03.06.25 20:49
ხმაური ეროვნულ უნივერსიტეტთან - სტუდენტებმა თათია აფრიამაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

დაპირისპირება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის აუდიტორიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდებს ,,ვიბრძვით სტუდენტების თავისუფლებისთვის'' ბანერის  გაშლის საშუალება არ მისცეს. სტუდენტების უნივერსიტეტთან შეკრების მიზანი თათია აფრიამაშვილისთვის სოლიდარობის გამოცხადება იყო. საუბარია ახალგაზრდაზე, რომელიც  მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ  12 დღიან პატიმრობაში "ქართულ ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე გაუშვა. სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად მხოლოდ იმის გამო გაუსწორდნენ, რომ   სინდისის პატიმრებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას ცდილობდნენ.  

სტუდენტების პროტესტის ეპიცენტრი საქართველოს ეროვნული  უნივერსიტეტი იყო. ახალგაზრდებ, რომლებიც აუდიტორიის ფანჯრიდან ბანერის გადმოფენას ცდილობდნენ, ამბობენ, რომ დაცვის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მათთვისს ფიზიკური ზიანი მიეყენებინათ. ამ ამბის პარალელურად, უნივერსიტეტის ეზო სავსე იყო პოლიციელებით, რომლებსაც მომხდარ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ.  

ფიზიკური დაპირისპირების დღეს, ერთ ერთ სტუდენტს, ექიმების დახმარება დასჭირდა. ადგილზე გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. სტუდენტი ამტკიცებს, რომ დაზიანებები ფიზიკური ძალადობის შედეგად მიიღო.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები