ციხეში დაწერილი წერილები ხალხს - აქციებზე დაკავებულების მშობლების აქცია-პერფორმანსი თბილისის ქუჩებში
ციხეში დაწერილი წერილები ხალხს - პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრების თბილისის ქუჩებში გაზეთებს არიგებენ, სადაც მათი შვილების წერილებია დაბეჭდილი. აქცია მეტრო ახმეტელთან დაიწყო და შემდეგ მეტროში გაგრძელდა. "ცეცხლი ოლიგარქიას!" "თავისუფლება სინდისის პატიმრებს!" - სკანდირებდნენ მშობლები მეტროს ვაგონებში.
ჩვენ პროტესტი გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელსაც არ აინტერესებს ჩვენი შვილების ბედი, ამიტომ ამით გამოვხატავთ პროტესტს და ეს იქნება მუდმივი, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა მარისი კობახიძე.
ეს კეთდება დედის გულიდან ამოსული დავალებით. დედას, რომელსაც შვილი 6 თვეა არ მინახავს, რისთვის უნდა გავჩერდე სახლში? რა უნდა გავაკეთო ამაზე უკეთესი? თუ ჩემი შვილის წერილს წაიკითხავს ადამიანი და თუ გაეცნობა, უფრო მადლობელი დავრჩები ამით. სანამ ბოლო დაკნინებამდე მივალთ, იქნებ გავიღვიძოთ სულყველამ?, - ამბობს გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.
ამის შემდეგ აქტივისტების ოჯახის წევრების თბილისის ეროვნულ უნივერსიტეტთან მივიდნენ, სადაც სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს, მერე კი გეზი, ტრადიციულად, პარლამენტისკენ აიღეს.