პროტესტის 188-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

03.06.25 22:10
პროტესტის 188-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პროტესტის 188-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”, “ცეცხლი ოლიგარქიას!".

პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არიან შეკრებილები, საიდანაც ჩვეულებისამებრ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.