“ქოცებმა “ისე დაამძიმეს რეპრესიული მანქანა, რომ მისი სიმძიმე თვითონვე გაჭყლეტთ-ნინო ჯანგირაშვილი

03.06.25 23:57
“ქოცებმა “ისე დაამძიმეს რეპრესიული მანქანა, რომ მისი სიმძიმე თვითონვე გაჭყლეტთ-ნინო ჯანგირაშვილი

“ოცნებას“ უნდა აბსოლუტურად გაასტერილოს ტელევიზიები, რომლებიც უშლის ყველაზე მეტად ნერვებს,- ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ჯანგირაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ მედიის შემზღუდავი კანონების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ტელევიზიები უნდათ, რომ მოაშთონ, რადგან ყველაზე მეტი ხალხი უყურებს“,- ამბობ ის.

მისივე თქმით, ის შეზღუდვები, რაც მედია დაუწესეს, “აბსოლუტურად კომიკურად გამოიყურება“.

“ოცნების“ ამოცანაა რუსეთის გაკეთება აქ, ეს ცხადია, რათ უნდა ლაპარაკი, მათი პროპაგანდა, ტექსტები, ნაბიჯები, ერთ-ერთი რუსული “თექსთბუქებით“ მუშაობენ. მიზანი გასაგებია, მათ უნდა, რომ აბსოლუტურად გაასტერილონ ტელევიზიები, რომლებიც უშლით ყველაზე მეტად ნერვებს. ტელევიზიები უნდათ, რომ მოაშთონ, რადგან ყველაზე მეტი ხალხი უყურებს. რას მიღწევენ ამით? ის შეზღუდვები, რაც დაგვიწესეს, გამოიყურება აბსოლუტურად კომიკურად, და მათი უტიფრობა ჩანს რაში, „პოსტივის“ და “იმედის“ პატრონი, რომ ვინმეს დაელაპარაკები რამე ეთიკაზე, ან მცდარ ინფორმაციაზე, სადაც ყველა მოერე სიტყვა ტყუილია,-განაცხადა ჟურნალისტმა. 

ნინო ჯანგირაშვილმა ორ გზა დაასახელა, რომელიც მისი თქმით, აუცილებლად გასანხორციელებელია.

ერთი- უნდა შევიდეს საჩივრები პროპაგანდისტულ არხებზე, მეორე უნდა გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებთ და ისე დაამძიმეს ქოცებმა ეს რეპრესიული მანქანა, რომ თვითონვე გაჭყლეტს, მისი სიმძიმე. დაგვხურონ, გვცადონ, ჩვენ ინფორმაციის გავრცელების გზას მაინც ვიპოვით. საქართველოში რუსეთის გაკეთება არ გამოვა, კობახიძემ რაც არ უნდა თავი გაიგიჟოს, დნმ-ს ვერ შეგვიცვლის, ვერ შეგვიცვლის იმას, რისთვისაც ვიბრძოდით. ჩვენთან სხვანაირი საზოგადოებაა,- აღნიშნა მან. 

მსგავსი სიახლეები