მკვლელობა ხელვაჩაურში - კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს
ბათუმელების ინფორმაციით, ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.