ზურაბ ჯაფარიძის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს მთავარმა გამომძიებელმა

04.06.25 14:03
ზურაბ ჯაფარიძის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს მთავარმა გამომძიებელმა

ზურაბ ჯაფარიძის პროცესი - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მთავარმა გამომძიებელმა, სალომე შიოშვილმა მისცა. შიოშვილმა სხდომაზე თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ზურა ჯაფარიძის სოციალურ ქსელში ჩაატარა.

მე ვარ აღნიშნული საქმის მთავარი გამომძიებელი, ჩავატარე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა ინტერნეტ პლატფორმების დათვალიერება, ჯაფარიძის სოციალური ქსელების დათვალიერება, პარლამენტის ოფიციალური გვერდის დათვალიერება", - განაცხადა გამომძიებელმა. 

პროკურატურის მოწმეს სხდომაზე კითხვები დაუსვა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა და ჰკითხა - ესწრებოდა თუ არა "ოცნების" საგამოძიებო კომისიას პარტია გახარიას წარმომადგენლები, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა, რომ "მას არ უნახავს". 

ასევე ჩომახაშვილმა გამომძიებელს ჰკითხა, "საქმეში თუ მოეპოვებათ რაიმე გადაწყვეტილება, რომ პარტია "გახარია-საქართველოსთვის" რომელიმე წარმომადგენელს მიუვიდა მოწვევა დროებით საგამოძიებო კომისიაში მისვლის?" - რაზეც სალომე შიოშვილმა თქვა - "არა". 

გამომძიებელი ამბობს, რომ გახარიას პარტიის წარმოამდგენლების კომისიაზე მოწვევის დოკუმენტი არ უნახავს, ინფორმაცია არ აქვს, რადგან საქმეში არაა წარმოდგენილი.

ადვოკატმა გამომძიებელს ასევე ჰკითხა, "ხომ არ გქონიათ კონსულტაცია ბრალდების მხარესთან, რომ იცი რა, შეიძლება ეს არ არის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და მოდი ადმინისტრაციული წარმოების მიმართულებით გამოვიძიოთ ეს საქმე", რაზეც შიოშვილის პასუხი ასეთი იყო. 

რა თქმა უნდა, კონსულტაცია გავიარე პროკურორთან, ჩვენ შევთანხმდით და მივიღეთ გადაწყვეტილება ეთობლივად, რომ მიუცედავად იმისა, რომ ადმინისტარციული სამართალდარღვევათა კოდექსი იცნობს მის მიერ ზემოთხსენებულ მუხლს, ნორმატიულ აქტების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, უპირატესობა ენიჭება ბოლოს მიღებულ კანონს, შესაბამისად, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აღნიშნულზე უნდა დაწყებულიყო გამოძიება სისხლის სამართლის წესით", - განაცხადა შიოშვილმა. 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, მას შემდეგ კი რაც პოლიტიკოსმა ჯარიმას "უკანონო" უწოდა და არ გადაიხადა,  ის 22 მაისს, სასამართლოშივე დააკავეს. 

 

მსგავსი სიახლეები