უფრო მეტად ვარ ბრძოლისთვის მზად - თორნიკე სხვიტარიძემ საპატიმრო დატოვა (პირველი კომენტარი)
თორნიკე სხვიტარიძემ საპატიმრო დატოვა - 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებული აქტივისტი პირველ კომენტარს "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აკეთებს და ამბობს, რომ ახლა უფრო მეტად არის ბრძოლისთვის მზად, რადგან საპატიმროდან უფრო მეტი "ჟინით გამოვიდა".
თორნიკე სხვიტარიძე მის მიმართ გამოტანილ განაჩენს შეშინების მცდელობად აფასებს. აქტივისტი "ოცნების" ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნება, რომ "საქართველო არასდროს იქნება ბელორუსია ან რუსეთი, სადაც ვიღაცა დამონდება, პატიმრობის შეეშინდება და საკუთარ აზრს არ გამოხატავს".
პირველ რიგში, რა თქმა უნდა ის გადაწყვეტილება, ყველამ ვიცოდით, რომ დადგმული სპექტაკლის ნაწილი იყო და ვიქნებოდი პატიმრობაში. მეორე რაც მინდა ვთქვა, რომ ამით ვერ შეგვჩერებთ, უფრო ჟინით გამოვედი აქედან და უფრო მეტად ვარ ბრძოლისთვის მზად. ამით ვერ დამაშინებენ, რა თქმა უნდა, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება საპატიმროდან და ქვეყანას არ დავიხსნით რუსებისგან.
მათ არამარტო ჩემი დაშინება უნდოდათ ამით, ან ჩემი ოჯახის, ალბათ ამით თქვეს, რომ სხვები არ დავინდეთ და თქვენც არ დაგინდობთ ალბათ გაჩერდითო. მე გადავახვია და ვუყურე საპატიმროდან რაღაცებს, კრძალავენ სიტყვებს და რაღაც და ამით ჩვენ ვერ ვერანაირად ვერ შეგვიზღუდავთ თავისუფლებას და ვერც დაგვაშინებთ. 5 დღე საპატიმროში გამოკეტვა არ ნიშნავს იმას, რომ გავჩერდები და ხმას არ ამოვიღებ, ან ნებისმიერი ადამიანი, არაერთი აქტივისტი გამოუკეტავთ მა. ახლაც, სტუდენტი გოგონების დაჭერამაც ძალიან შემაშფოთა. რას ცდილობენ ამით ვერ მივხვდი. პირიქით, ვერ დაგვაშინებთ, პირიქით, უფრო და უფრო გავძლიერდებით და უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოვა ამის საწინააღმდეგოდ. საქართველოში არასდროს არ იქნება ბელორუსია ან რუსეთი, სადაც ვიღაცა დამონდება, პატიმრობის შეეშინდება და საკუთარ აზრს არ გამოხატავს. ჩვენ ქართველები ვართ, ეს ავიწყდებათ და ჩვენს ისტორიას კარგად გადახედოს რუსმა მთავრობამ", - აცხადებს სხვიტარიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თორნიკე სხვიტარიძე სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვიტარიძეს პოლიციელ მირიან ქავთარაძის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე სხვიტარიძე საბა სხვიტარიძის ძმაა, პატიმრის, რომელის საქმეშიც ასევე პოლიციელი მირიან ქავტარაძე ფიგურირებს. საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.