"ამ ხელისუფლების ხელწერაა, რომ გენერალურ პროკურორებს, როცა უნდა ათავისუფლებს" - ლონდა თოლორაია
ამ ხელისუფლების ხელწერაა, რომ გენერალურ პროკურორებს, როცა უნდა ათავისუფლებს - ამის შესახებ "პირველებთან" სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
თოლორაიას თქმით, საქართველოს "ოცნების" პირობებში არ ჰყოლია ისეთი გენერალური პროკურორი, რომელიც სრული ვადით შეასრულებდა მის უფლებამოსილებას.
ეს კიდევ ერთი მესიჯია ყველა თანამდებობაზე მყოფი პირისთვის, რომ ეს ხელისუფლება მათ აკეთებინებთ ყველაფერს, შემდეგ კი მათთვის, ეს ადამიანები არასასურველი ხდებიან - ამბობს თოლორაია.
- გიორგი გაბიტაშვილი მთავარი პროკურორი აღარ იქნება - ის შალვა პაპუაშვილმა დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.
ზოგადად, ამ ქვეყანაში ჩვენ ვერ ვეღირსეთ, რომ გენერალურ პროკურორს თავისი სრული ვადით შეესრულებინა თავის უფლებამოსილება. ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა. იგი გენერალურ პროკურორებს თავისი სურვილისამებრ, როცა უნდა ათავისუფლებს, როცა უნდა ნიშნავს. ფაქტია, რომ არანაირ არჩევით თანამდებობას ამ ქვეყანაში არ აქვს აზრი და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი მესიჯია ყველა თანამდებობაზე მყოფი პირისთვის, რომ ეს ხელისუფლება მათ აკეთებინებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც უნდათ და შემდეგ უკვე მათთვის, ეს ადამიანი ხდება არასასურველი", - აცხადებს ლონდა თოლორაია.
გაბიტაშვილი ცოტნე ყავლაშვილს შეცვლის, რომელმაც თავის მხრივ გენერალური აუდიტორის თანამდებობდა გუშინ დატოვა. ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა.
ცნობისთვის, გიორგი გაბიტაშვილი სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ.