მოსამართლე ცაცუამ ალბი კორძაია პატიმრობაში გაუშვა

04.06.25 17:17
მოსამართლე ცაცუამ ალბი კორძაია პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ალბი კორძაია პატიმრობაში გაუშვა - აქტივისტს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. 

დღევანდელ სხდომაზე "თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ საქმეზე" შსს აქტივისტის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

პროცესზე სიტყვით ისარგებლა ალბი კორძაიამაც და სასამართლოს პირდაპირ უთხრა, რომ მის წინააღმდეგ შედგენილი "ოქმი თავიდან ბოლომდე ყალბია".

„ეს ფრაზები ჩემ მიერ ნათქვამი არ ყოფილა. ორ ეპიზოდს ურევთ ერთმანეთში და შეერთებული გაქვთ.
იყო საღამო, არა ღამე. რაზეა საუბარი, საქმეც კი არ გაქვთ შესწავლილი.

[…] ყველა ის ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ანწუხელიძე არის პიარშეწირული, ჩემთვის არ იქნება მისაღები და გამოვხატავ პროტესტს. „რუსეთის მონა“ მე წულუკიანისთვის არ მიწოდებია. მე წულუკიანთან არ მივიდოდი, ამას რომ არ ჰქონოდა პრეისტორია და გმირი ანწუხელიძისთვის არ ეწოდებინა პიარშეწირული“, – თქვა ალბი კორძაიამ.

ცნობისთვის, ალბი კორძაია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 12 აპრილის ღამეს თეა წულუკიანის სახლთან პროტესტის ნიშნად მას შემდეგ მივიდა, რაც თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს „ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირული“ უწოდა.

ამის შემდეგ თეა წულუკიანის წინააღმდეგ წულუკიანის შეურაცხყოფის ბრალდებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები