რეალური სივრცის გუნდი საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივის

04.06.25 18:13
რეალური სივრცის გუნდი საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივის

გადაცემა "რეალური სივრცის" გუნდის წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივიან - პროდიუსერი თამარ მშვენიერაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ თანამშრომლებმა სარჩელი დღეს დაარეგისტრირეს. 

თამარ მშვენიერაძის განმარტებით, "რეალური სივრცე" პირველ არხს გადაცემის უკანონოდ დახურვის გამო უჩივის. 

დღეს დავარეგისტრირეთ სარჩელი ‘რეალური სივრცე • 1tv.ge -ის უკანონოდ დახურვის გამო, საზმაუს ‘ წინააღმდეგ’, უფრო სწორად საზმაუსთვის!" - წერს თამარ მშვენიერაძე.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი 11 აპრილს გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.

ამასთან, 5 მაისს ცნობილი გახდა, რომ არხის მენეჯმენტმა გადაცემა "რეალური სივრცე" დახურა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა "რეალური სივრცის" თანამშრომლები არხის პოლიტიკის კრიტიკის გამო გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები