რატომ ჩაცხრილეს 32 წლის ბიზნესმენი საკუთარ მანქანაში - ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის დეტალები
32 წლის ბიზნესმენის მკვლელების კვალზე პოლიცია ამ დრომდე ვერ გადის. ბესო ბოლქვაძე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, ავტომობილი კი მდინარეში გადააგდეს.
გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით კაცს ავტომობილიდან რამდენჯერმე ესროლეს. სასტიკი მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ქურდულ სამყაროსთან დაპირისპირება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს, რომელიც აჭარის წყალი ნაპირზე მოტორიანი ნავებს ამუშევდა, ბიზნესიდან წილს "კანონიერი ქურდები" სახელით სთხოვდნენ, უარის შემდეგ კი მოკლეს.
სასტიკად მოკლული კაცის ოჯახის წევრები "პირველებს" უდასტურებენ, რომ წილებთან დაკავშირებით ბიზნესმენს პრობლემები ჰქონდა.
"ბათუმელების" ინფორმაციით, ბოლქვაძეს წილების დათმობის მოთხოვნით თვენახევრის წინ დაუკავშირდნენ. გამოცემის ინფორმაციით ცნობილია ე.წ ქურდული სამყაროს იმ წევრების ვინაობაც, ვინც მოკლულს წილების დათმობის მოთხოვნით დაუკავშირდა.
ოჯახის თქმით, ბოლქვაძე ბიზნესის გაფართოვებას გეგმავდა, მათ ეჭვი აქვთ, რომ სასტიკი მკველობა აჭარის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე სხვა ბიზნესმენებმა დაორგანიზეს.
ბოლქვაძის ცხედარი და დაცხრილული ავტომობილი ოჯახის წევრებმა დღეს დილით მდინარეში იპოვეს.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.