გაეროს სკანდალი - გაცვალა თუ არა "ოცნებამ" ეროვნული ინტერესი ბაჩიაშვილში?
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს რეგიონში დევნილების დაბრუნებაზე გაერომ რეზოლუცია 107 ხმით დაამტკიცა, მაგრამ "ქართული ოცნების" პარტნიორების გარეშე. ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს მხარი არც ივანიშვილის გუნდის მიერ სტრატეგიულ პარტიორად გამოცხადებულმა ჩინეთმა და არც ემირატებმა დაუჭირეს.
არადა ირაკლი კობახიძემ სულ რამდენიმე კვირის წინ, ემირატების მხარდასაჭერად, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე საქართველოს კანდიდატი არ წარადგინა. ნიუ იორკში შემდგარი კენჭისყრის შემდეგ, ექსპერტებისთვის ცხადი გახდა, რომ ემირატებს სტრატეგიული თანამდებობა, კობახიძემ ივანიშივლის პირადი ინტერესების გამო დაუთმო.
ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნება" ემირატებთან მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების საკითხზე შეთანხმდა.
ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის მისი ფინანსების და ინტერესების გამო გაყიდოს ქვეყნის ინტერესი, სხვა ახსნა არ აქვთ, რაში გაიცვალა ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციიდან ჩამოშორება, თუ არა ბიძინა ივანიშვილის ფინანსების ყოფილი მმართველის საქართველოში დაბრუნებაში.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციაში კანდიდატის დათმობის შემდეგ კი ბაჩიაშვილის დაკავება კითხვებს მხოლოდ საქართველოში არ აჩენს. საერთაშორისო მედია აქტიურად წერს, "სავარაუდო ბნელ გარიგებაზე ქართულ ოცნებასა და ემირატებს შორის".
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.