"რძის სკანდალი" სააპელაციოში და დავა ორ კომპანიას შორის
რძის სკანდალთან დაკავშირებით დღეს სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა ჩატარდა - დავა ორ კომპანიას შორის მიმდინარეობს - ერთი კომპანია ჩირინაა - ყველაზე მსხვილი მეფრინვეულეობის ქარხანა, მეორე არის ლაშა პაპაშვილის კომპანია "ყვარლის ბაგა", რომელიც ერთ-ერთი მსხვილი რძის მწარმოებელი ქარხანაა. პაპაშვილის კომპანია ყიდულობდა ქათმის ნაკელს ჩირინასგან. ახლა კი დაობს რომ ნაკელის შემდგენლობაში აღმოჩნდა პრეპარატი ტეტრაციკლინი, რომელმაც მას 200-მდე ძროხა მოუკლა. კითხვაზე - რატომ არ ამოწმებდა ჩირინაგან მიღებულ ნაკელს ლაბორატორიულად, ყვარლის ბაგის იურისტები, ამბობდნენ რომ "სიტყვაზე ენდობოდნენ" ჩირინას.
ვსვამდით თუ არა ქათმის ნაკელიან რძეს? - ეს კითხვა დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესაც გაუჩნდა.
ასევე დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, რომ "ყვარლის ბაგა" უვარგის რძეს ან ღვრიდა ან ღორებს ასმევდა.
დღეს ჩირინას დამფუძნებელი განმარტავად, რომ არ შეიძლება ნაკელი საქონლის გამოსაკვებად გამოიყენო, ცხოველის დახოცვას კი იწვევს არასწორად გადამუშავებული ნაკელი. ჩირინა სასამართლოს უმტკიცებდა, რომ ნაკელს არ გაყიდდა თუ ეცოდინებოდა, რომ ეს საქონლის საკვებად უნდოდათ.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.