"ვიბრძოლებთ სტუდენტების თავისუფლებისთვის" - დემონსტრანტებმა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს
თათია აფრიამაშვილის და ლიკა ლორთქიფანიძის მხარდასაჭერმა საპროტესტო აქციამ რუსთველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა - ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გათავისუფლებას ითხოვენ, აქციაზე ის ბანერი გაშალეს, რომლის გაშლის საშუალებაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ზებრა გადასასვლელზე პოლიციელებმა არ მისცეს.
დღეს ვიყავით პარლამენტის წინ. ვიყავით იმ ბანერით, რომელიც გუშინ არ გადმოაფენინეს სეუ-ს უნივერსიტეტიან სტუდენტებს, გვინდოდა ჩვენი პროტესტის გამოხატვა და გადმოვედით გზაზე, არ გადაგვაკეტინებს გზა, პოლიციამ ჩაგვავლო ხელი და გადმოგვიყვანეს გზიდან. გოგოები ისე ათრიეს, სულ ჩალურჯებები აქვთ ხელზე და ჩვენ პროტესტის ნიშნად გადავწყვიტეთ, რომ არ დავმორჩილებულიყავით პოლიციას და წამოვედით ოპერის მხარეს და გამოდავკეტეთ აქეთა მხრიდან", - ამბობს ფანი მღებრიშვილი.
ცნობისთვის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ილიაუნელებს - ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ მარიამ ლაშხთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და "ქართული ოცნების" მმართველობა შეძახილებით გააპროტესტეს.
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.