"დღეს დავინახე საცოდავი ადამიანი, რომელიც ვერც კი იღიმოდა" - ეკა წერეთელი გაბიტაშვილზე

04.06.25 22:40
"დღეს დავინახე საცოდავი ადამიანი, რომელიც ვერც კი იღიმოდა" - ეკა წერეთელი გაბიტაშვილზე

"დღეს დავინახე საცოდავი ადამიანი, რომელიც ვერც კი იღიმოდა" - ამის შესახებ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა გიორგი გაბიტაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა. 

ეკა წერეთელი ვარაუდობს, რომ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაქვეითებას უპირებდნენ. 

"როგორ ფიქრობთ, ადამიანს, რომელმაც ამდენი ახალგაზრდა ციხეში გაუშვა, სამყარო სამართალი ამას აპატიებდა?!" - კითხულობს წერეთელი. 

მე დღეს დავინახე ყოფილი გენერალური პროკურორი, საცოდავი ადამიანი, რომელიც ვერ კი იღიმოდა და სიტყვებს შორის აკეთებდა პაუზებს. ადამიანი, რომელმაც მგონი დილით არ იცოდა, რომ ის ჩამოალაბორანტეს. მგონი ეს მისთვის ახალი ნათქვამი ჰქონდათ.  როგორ ფიქრობთ, ადამიანს, რომელმაც ამდენი ახალგაზრდა ციხეში გაუშვა, სამაყროს სამართალი ამას აპატიებდა?. ბიძინა ივანიშვილის ჭადრაკის დაფაზე პაიკს, ცხენს, მეფეს, ყველას ერთი და იგივე დანიშნულება აქვს, ამიტომ როცა უნდა მაშინ მოისვრის. ჩვენ გავიმარჯვებთ, დედები მაგრად ვდევართ, გამარჯვება ძალიან მალე მოვა", - ამბობს ეკა წერეთელი.

გიორგი გაბიტაშვილი მთავარი პროკურორი აღარ იქნება - ის შალვა პაპუაშვილმა დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.

გაბიტაშვილი ცოტნე ყავლაშვილს შეცვლის, რომელმაც, თავის მხრივ, გენერალური აუდიტორის თანამდებობდა გუშინ დატოვა. ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა.

ცნობისთვის, გიორგი გაბიტაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია. 

მსგავსი სიახლეები