სროლა მარნეულში - ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან
სროლა მარნეულში - ჟურნალისტი სალომე სალაჰლი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, "ტვ პირველის" ეთერში მომხდარის დეტალებს ასაჯაროებს. სალო სალაჰლი ამბობს, რომ შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც ავერსის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც "ავერსის" კლინიკის წარმომადგენლებმა მარნეულში მომუშავე ჟურნალისტს განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან, სალომე სალაჰლი პოლიციის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის მოვლენათა ქრონოლოგიასაც იხსენებს და ადგილობრივებზე დაყრდნობით ამბობს, რომ თავდაპირველად, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რასაც შემდგომ სროლა მოყვა.
საღამოს საათებში, ქალაქ მარნეულში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ბიჭი დაშავდა. დაშავებული ახლა მარნეულში, ავერსის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ავერსის კლინიკაში გვითხრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით დეტალები უცნობია, მაგრამ ადგილზე გვითხრეს, რომ თავიდან ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა და შემდგომ გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. დეტალები უცნობია, რატომ მოხდა, ჩვენც ვარკვევთ დეტალებს. ადგილზე არის კრიმინალური პოლიცია და ექსპერტები. ფაქტი მოხდა დაახლოებით 20:00 საათზე", - ამბობს სალომე სალაჰლი.