ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკს“ ყიდის
"ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკს“ ყიდის
გამოცემა ბი-ემ-ჯი წერს, რომ საქართველოში სიდიდით მესამე ბანკის შესყიდვას ბაზის ბანკი გეგმავს და რომ ეს გარიგება სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში ოფიცილურად დასრულდება.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ბაზის ბანკშიც.
ირაკლი რუხაძის სახელი და გვარი ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა იმ ადამიანების გვერდით, რომელთა აშშ-ში მოსალოდნელ სანქცირებაზეც არის საუბარი. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა იყო „მეგობარი აქტის“ თანაავტორის, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის გამოქვეყნებული სია, რომელიც ასახავდა „ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოს მიტაცებაში ხელშემწყობთა სიას“. ამ ჩამონათვალში მოხვდა ირაკლი რუხაძეც.