5 დაღუპულიდან ერთი ბავშვია - რუსებმა ჩერნიგოვს დრონებით შეუტიეს

05.06.25 10:22
5 დაღუპულიდან ერთი ბავშვია - რუსებმა ჩერნიგოვს დრონებით შეუტიეს

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა რუსების მიერ უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე დრონებით შეტევის შედეგად. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.

ასევე დაჭრილია 6 ადამიანი, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან ჰოსპიტალიზებული, სადაც ისინი ყველა საჭირო დახმარებას იღებენ.

„წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი და ერთი წლის ბავშვი, რომლებიც ნანგრევების ქვეშ იპოვეს“, - განაცხადა ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.

ჩაუსის თქმით, თავდასხმის ადგილებში პოლიცია, მაშველები და საგანგებო სიტუაციების სხვა სამსახურები მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები