"ორმხრივი სროლა იყო სავარაუდოდ, "ქურდული სამყაროს" წევრებსა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის" - შეიარაღებულ დაპირისპირება მარნეულში
შეიარაღებული დაპირისპირება მარნეულში პოლიციის და სუს-ის შენობებებთან ახლოს და ერთი მძიმედ დაჭრილი - პოლიციამ მომხდარზე ორი პირი დააკავა, ორს კი "პირველების" ინფორმაციით ამ დრომდე ეძებენ.
როგორც "ტვ პირველს" ადგილზე უყვებიან, დაპირისპირებაში დაახლოებით ოცამდე პირი მონაწილეობდა, რომელთა შორისაც სავარაუდოდ იყვნენ ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ვუგამ გადიმოვი და მისი ორი ძმაც. ასევე მისი თანმხლები პირები. "პირველების" ინფორმაციით, სწორედ გადიმოვი დაიბარეს ადგილზე საქმის გასარჩევად.
სავარაუდოდ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ მერიის სხვა თანმშრომლებიც, ასევე "ქურდული სამყაროს" წევრები და მისი მხარდამჭერები.
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულები სწორედ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები - რიზა გადიმოვი და ელგუნნ მუსაევი.
ადგილობრივების ინფორმაციით, შეიარაღებულ ანგარიშსწორებას წინ შელაპარაკება უძღოდა, რასაც შემდეგ ორმხრივი სროლა მოჰყვა. ასევე როგორც თვითმხილველი ამბობს, გაქცევისას, ერთ-ერთი ავტომობილი ღობეს შეასკდა და ადგილობრივის ჭიშკარი შეანგრია.
"პირველების" ინფორმაციით, სწორედ გაქცეულ "ქურდული სამყაროს წევრებს" ეძებს ამ დრომდე პოლიცია.
ორი ჯგუფი "პირველების" ინფორმაციით, ერთმანეთს ფულის გამო დაუპირისპირდა. ირკვევა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს, მარნეულში ეგრედოწდებული ჯიხურის ჩადგმა უნდოდა, მას გადიმოვი თავდაპირველად ფულის სანაცვლოდ ჯიხურის გახსნაზე ნებართვას დაჰპირდა, თუმცა შემდეგ "გადააგდო".
ადგილობრივების თქმით, ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში მესამე კრიმინალური გარჩევაა. პირველი დაპირისპირება იყო ჩხუბი დანებით, რა დროსაც ერთი პირი დაიჭრა, თუმცა მაშინ ეს საქმე არ გახმაურებულა. ასევე 4 მარტს ვუგამ გადიმოვს თავს დაესხა 8 შეიარაღებული პირი, თუმცა ადგილობრივ პოლიციის სამმართველოში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მათთვის ცნობილი არ გამხდარა.