რა კავშირი აქვს გენპროკურორის გადადგომასთან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს? - ადვოკატის სკანდალური განცხადება

05.06.25 13:02
რა კავშირი აქვს გენპროკურორის გადადგომასთან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს? - ადვოკატის სკანდალური განცხადება

რა კავშირი აქვს გენპროკურორის გადადგომასთან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს? - დაკავებული სანდრო წივწივაძის უფლებადამცველი "პირველებთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ გიორგი გაბიტაშვილმა თანამდებობდა მათ შორის ამ საქმის გამოუძიებლობოს გამო დაკარგა.  

  • ცნობისთვის, წივწივაძეს მკვლელობის იარაღის უკანონო გასაღებას ედავებიან.

ადვოკატს აქვს ვარაუდი, რომ ვაკეში მომხდარ სასტიკ დანაშაულში მაღალი თანამდებობის პირების გვარები ფიგურირებს, სწორედ ამიტომ მისი მოსაზრებით, გაბიტაშვილს გამოძიება ჩიხში შეყავდა.

ბრალდების მხარე მიზანმიმართულად ცდილობდა გამოძიების ჩიხში შეყვანას. გადადგა გენერალური პროკურორიც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ და სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პროკურატურას, შესაბამისი რეაგირება განახორციელა და განცხადება დაწერა გენერალურმა პროკურორმა. მე ჩემს "ფეისბუქ ლაივზეც" და საჯაროდაც არაერთხელ მისაუბრია იმ ფაქტებთან დაკავშირებით, როდესაც ამ საქმის მსგავსად ბრალდების მხარე ცდილობდა უდანაშაულო პირებისათვის ბრალის წარდგენას", - ამბობს ადვოკატი.

უფლებადამცველის თქმით, სახელმწიფო ბრალდების მხარე მიზანმიმართულად ცდილობს გამოძიების ჩიხში შექვანას. მისი თქმით, ცალსახაა, რომ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა შეკვეთილია. 

არის კიდევ ერთი გარემოება: რატომ დარჩა ლევან ჯანგველაძის მკვლელი საქართველოში - ადვოკატს ეს გარემოება უჩენს ეჭვს, რომ მკვლელობის დამკვეთმა პირებმა ეს განზრახ გააკეთეს, რათა უძილაურის სანდრო წივწივაძესთან "ასოცირება მოეხდინათ".

ადვოკატმა ასევე დღეს "პირველებს" დაუდასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სანდრო წივწივაძე ნამდვილად იცნობს გიორგი ჯოხაძეს.

  • ჯოხაძე არის პიროვნება, რომლეთანაც დაცვის სამსახურში ჯანმგველაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაური მუშაობდა. ჯოხაძეს, მთაწმინდის საძმოს წევრებ, ძმებ მიქაძეებთან ერთად საქმის ფიგურანტად წყარო ასახელებს. 

სანდრო წივწივაძეს ბრალდების მხარე ედავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადაცემას უძილაურისათვის. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. ბრალდების მხარე მიზანმიმართულად ცდილობდა, რომ გამოძიება ჩიხში შეეყვანა. ცალსახაა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა არის შეკვეთილი. უძილაური სწორედ იმიტომ დატოვეს საქართველოში მკვლელობის განხორციელების შემდეგ დამკვეთმა პირებმა, რომ შემდგომ შესწავლილი პიროვნების ასოცირება მოეხდინათ სანდრო წივწივაძესთან, თითქოსდა სანდრო წივწივაძე რაიმე კავშირშია. გელა უძილაური როდესაც მუშაობდა ჯოხაძესთან, ესეც გათვლა იყო დამკვეთი პირების მხრიდან, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ვინაიდან და რადგანაც ყველა ისარი მიმართულიყო სხვა პირებისკენ. ზუსტად ეს იყო დამკვეთების გათვლა", - ამბობს უფლებადამცველი. 

  • უკანონო იარაღის გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. ის გამოძიებისმიხედვით ბრალდებულმა 2018-2019 წლებში შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები უკანონოდ გაასაღა სხვადასხვა ადამიანებზე. აღნიშნული იარაღებიდან ერთ-ერთი კი სწორედ ჯანგველაძის მკვლელობისას იყო გამოყენებული. ირკვევა, რომ საქმეში არსებობენ სხვა ფიგურანტები, მთაწმინდის საძმოს წევრები, ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, რომელსაც წყაროს ინფორმაციით, სანდრო წივწივაძისგან მკვლელობის იარაღი ჰქონდათ გადაცემული და სწორედ მათი გავლით აღმოჩნდა იარაღი გელა უძილაურის ხელში.  აღნიშნულ პიროვნებებს საქართველოს საზღვარი უკვე დატოვებული აქვთ.

კითხვები არსებობს გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რომელსაც წყარო მკვლელობის ერთ-ერთ ფიგურანტად ასახელებს. ის გამოძებას არ გამოუკითხავს.

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

მსგავსი სიახლეები