მართვით სუნთქვაზე რჩება ქალი, რომელიც მისმა ქმარმა სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვა

05.06.25 18:02
მართვით სუნთქვაზე რჩება ქალი, რომელიც მისმა ქმარმა სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვა

მოქალაქე ნანა ხიხაძე ამ დრომდე ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში, მართვით სუნთქვაზე რჩება. პაციენტი უგონო მდგომარეობაში ქმარმა იპოვა. 

პირველებმა გაარკვია, რომ ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია საკვების ნიმუშები, რომელიც შესაძლოა, დედა-შვილის ინტოქსიკაციის მიზეზი გამხდარიყო.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, ახლა გადამწყვეტი სწორედ ლუგარის ლაბორატორიის პასუხები იქნება.

ამ ეტაპზე, მძიმე მდგომარეობაა, არის მართვით სუნთქვაზე. გრძელდება კვლევები, რომლებიც, რა თქმა უნდა, დაწყებულია შემოსვლისთანავე. ერთმნიშვნელოვანი პასუხი გვექნება მას შემდეგ, რაც ყველა კვლევა დასრულდება. საკვების სახით მიღებულ პროდუქტებზეც არის ეჭვი, რომლებიც გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ვერ გეტყვით, მათი პასუხები რა დროში გვექნება ზუსტად. საბოლოო ჯამში, ალბათ მათი პასუხები იქნება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. გამორიცხულია, სხვადასხვა ორგანული პათოლოგიები, თავის ტვინში რაიმე პროცესები, კარდიოლოგიური დაავადებები და ა.შ, თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე დიაგნოზი რჩება საეჭვოდ - ამბობს კლინიკის დირექტორი

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ხაშურში მოხდა - მამამ 9 წლის მოზარდი სახლში გარდაცვლილი, ცოლი კი უგონო მდგომარეობაში იპოვა. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სავარაუდო ვერსიად საკვებით ინტოქსიკაცია განიხილება და შესაბამისი ექსპერტიზები ტარდება.

მსგავსი სიახლეები