დაკავებისას ფიზიკურად იძალადეს, აგინეს და დაემუქრნენ – ადვოკატმა საბა ბაღდავაძე მოინახულა

05.06.25 18:26
დაკავებისას ფიზიკურად იძალადეს, აგინეს და დაემუქრნენ – ადვოკატმა საბა ბაღდავაძე მოინახულა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტთან პიროტექნიკის სროლის შემდეგ დაკავებული მოქალაქის, საბა ბაღდავაძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მარიკა არევაძე წერს, ბაღდავაძე კოალიციის ადვოკატმა ციხეში მოინახულა და მისი მონათხრობი გადასცა, საიდანაც ირკვევა, რომ მას დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ და აგინეს.

საბას მონათხრობით:

დაკავებისას ფიზიკურადაც იძალადეს, სიტყვიერადაც ძალიან აგინეს და ლანძღეს;

დაემუქრნენ, რომ თუ კიდევ დაგინახავთ აქციაზე, მერე ნახე, რასაც გიზამთო;

იზოლატორში კარგად მექცევა ყველა და პირიქით, ზრუნავენ და კომუნიკაციაც ძალიან კარგი მაქვსო.

ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მიმართვა გავაკეთეთ სახალხო დამცველის აპარატთან და საქმესაც გავუწევთ კურირებას. ცუდია, რომ ეს ამბავი ასე გვიან გავიგეთ!”, – წერს არევაძე სოციალურ ქსელში.

საბა ბაღდავაძე 23 მაისს პარლამენტის წინ ზუგდიდელი აქტივისტი ქალების, მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას სოლიდარობის ნიშნად ფიიერვერკი გაუშვა. ბაღდავაძე მომხდარიდან რამდენიმე საათში, აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. 

25 მაისს გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელზედაც  სანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ბაღდავაძეს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები