ელიტური ნარკოტიკის ბუმი საქართველოში - ჰყავს თუ არა გავლენიანი მფარველები ნარკო კარტელს?

05.06.25 20:28
ელიტური ნარკოტიკის ბუმი საქართველოში - ჰყავს თუ არა გავლენიანი მფარველები ნარკო კარტელს?

ქართულ ბაზარზე ე.წ. ელიტური ნარკოტიკის ბუმია -  ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ნარკოლოგი "პირველებს" უყვება, რომ ასეთი რაოდენობის კოკაინი საქართველოში არასდროს ყოფილა. გაზრდილია მძიმე ინტოქსიკაციის შედეგები. კლინიკებს ზედოზირების გამო ბოლო კვირებია, მოქალაქეების მიღებას ვერ აუდიან. ექიმები ხალხს აფრთხილებენ, რომ მინარევების გამო, რომელიც ნარკოტიკშია, მისი მცირე რაოდენობით მოხმარებაც შეიძლება, სასიკვდილო აღმოჩნდეს.

მთავარი კითხვაა, როგორ შემოდის ქვეყანაში ასეთი რაოდენობის ნარკოტიკი. პოლიცია ყოველ დღე ამტკიცეს, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკი ამოიღეს, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, ფაქტია, რომ ბაზარი გაჯერებულია ე.წ. ელიტური ნარკოტიკით. ჩნდება მოსაზრება რომ ნარკო კარტელის ერთ ჯგუფს ქვეყანაში გავლენიანი მფარველები ჰყავთ.

ნარკოლოგები ფიქრობენ, რომ საქმე იატაკქვეშა ლაბორატორიებთან გვაქვს. 

ელიტური ნარკოტიკის ბუმი საქართველოში - დეტალები ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები