უფრო მეტი შემართებით გამოვედი ციხიდან, არ გავჩერდებით, არ დავნებდებით-თორნიკე სხვიტარიძე

05.06.25 21:25
უფრო მეტი შემართებით გამოვედი ციხიდან, არ გავჩერდებით, არ დავნებდებით-თორნიკე სხვიტარიძე

ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებული თორნიკე სხვიტარიძე  ამბობს, რომ პატიმრობამ კარგად დაანახა, გაეგო იმ აქტივისტებისთის, რომლებიც ბევრჯერ არიან დაჭერილნი, მაგრამ ბრძოლას არ წყვეტენ.

სხვიტარიძის თქმით, ის ციხიდან უფრო მეტი შემართებით გამოვი და  გაჩერებას არ აპირებს. 

უფრო მეტი შემართებით გამოვედი ციხიდან, არ გავჩერდებით, არ დავნებდებით, მჯერა, რომ ქართველი ერი ყოველთვის იმარჯვებს და გაიმარჯვებს. ყველაზე ცუდი რაც არის, რუსები რომ იყვნენ ასე არ გეტკინებოდა, ქართველები რომ აკეთებენ ამ ყველაფერს, ყველაზე ცუდი ეს არის,-თქვა მან გადაცემა “რეაქციაში“. 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე სხვიტარიძე საბა სხვიტარიძის ძმაა, პატიმრის, რომლის საქმეშიც პოლიციელი მირიან ქავთარაძე ფიგურირებს. საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები