გადამწყვეტია, ჩვენს თავში დავამარცხოთ პროპაგანდისტული მიდგომა და ფსიქოლოგიური წნეხი-ბაჩი ვალიშვილი

05.06.25 21:53
გადამწყვეტია, ჩვენს თავში დავამარცხოთ პროპაგანდისტული მიდგომა და ფსიქოლოგიური წნეხი-ბაჩი ვალიშვილი

იმისთვის, რომ რაც გასაკეთებელია, გაკეთდეს, გადამწყვეტია, ჩვენს თავში დავამარცხოთ პროპაგანდისტული მიდგომა, ფსიქოლოგიური წნეხი, რომელიც სოციალური მედიიდან მიზანმიმართულად მოდის ჩვენზე,-ამის შესახებ მსახიობმა ბაჩი ვალიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ძალიან მნიშვნელოვანია, რაციონალურად მივუდგეთ ყველაფერს და ვმართოთ ჩვენი ყურადღება და ემოციები.“

იმისთვის, რომ რაც გასაკეთებელია, გაკეთდეს, გადამწყვეტია, ჩვენს თავში დავამარცხოთ პროპაგანდისტული მიდგომა, ფსიქოლოგიური წნეხი, რომელიც სოციალური მედიიდან მიზანმიმართულად მოდის ჩვენზე. ყურადღება და ემოციებია რის ყველაზე ძვირფასი რესურსი რევოლუციის დროს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაციონალურად მივუდგეთ ყველაფერს და ვმართოთ ჩვენი ყურადღება და ემოციები. როცა ჩერს ქვეყანას მოპარეს დემორკატია, მოპარეს არჩევნები და მე ერთხელ უკვე გავბრაზდი, ეს საკმარისია იმისთვის, რომ დღეს ყოველდღე გავაკეთო ერთიდაიგივე არჩევანი. თუმცა, მე არასდროს ავირჩევ უიმედობას, რადგან ეს უნდა მტერს,- განაცხადა ვალიშვილმა.

მსგავსი სიახლეები