უწყვეტი პროტესტის 190-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
უწყვეტი პროტესტის 190-ე დღე-საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით იმ პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები შემოუერთდნენ, რომლებიც უწყვეტი აქციების პერიოდში დააკავეს.