საქალაქოში 11 აქტივისტის პროცესი იწყება - დაადებენ თუ არა ამჯერად ხელს მოწმე პოლიციელები ბრალდებულებს

06.06.25 12:02
საქალაქოში 11 აქტივისტის პროცესი იწყება - დაადებენ თუ არა ამჯერად ხელს მოწმე პოლიციელები ბრალდებულებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ პატიმრების პროცესი იწყება, ვისაც საზოგადოების ერთი ნაწილი სინდისის პატიმრებს უწოდებს. პროევროპული აქციების დროს დაკავებული 11 აქტივისტის წინაააღმდეგ დღეს ჩვენებებს, სავარაუდოდ, ისევ პოლიციელები მისცემენ. როგორც ადვოკატები ამბობენ, ამ დრომდე პროკურატურის მიერ პროცესზე მიყვანილმა ვერ ერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ რომელიმე დაკავებულ პირს დანაშაული აქვს ჩადენილი. უფლებადამცველებსს დღესაც იგივე მოლოდინი აქვთ.

ვინ მოვა, ჩვენთვის უცნობია ასე სახელობითად, თუმცა არ აქვს მნიშნელობა ვინ მოვა. ნებისმიერი პიროვნება, რომელიც, შეიძლება, მოწმედ დაიკითხოს ამ სხდომაზე, განსაკუთრებით ის პიროვნებები, რომლებიც დაზარალებულების სახელებით არიან მოხსენიებულები, არ არიან შემხებლობაში ამ საქმესთან. პირდაპირ წერენ, რომ „მე ვერ დავინახე, ვინ მესროლა ქვა, ან ბოთლი, ან რაიმე სხვა ნივთი. მე არ შემიძლია, ეს პიროვნება ამოვიცნო, იმიტომ, რომ ის ფიზიკურად სახეზე ვერ ვნახე“. ეს არის ცალკე ერთი პრობლემა და მეორე ის, რომ თქვან ასეთი რამ, ეს უნდა დაადასტურონ. მხოლოდ თქმა საკმარისი არ არის, ამიტომ არცერთი მათგანი ჯერჯერობით ვერ ამბობს, რომ მსგავსი რამ მოხდა და ვერ აბრალებს, - ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარეს 50-მდე მოწმე დარჩა გამოსაკითხი. ამის შემდეგ უკვე დაცვის ჯერი დადგება, სადაც მტკიცებულებები უკვე ადვოატებმა უნდა წარმოადგინონ.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები