ჟურნალისტი პოლიციელის ლოყაში გარტყმისთვის დასაჯეს, რატომ არ არიან დაჭერილები ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი

06.06.25 13:55
ჟურნალისტი პოლიციელის ლოყაში გარტყმისთვის დასაჯეს, რატომ არ არიან დაჭერილები ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი

 

 

"უსამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვადახუჭული დარჩებით" - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი  მზია ამაღლობელის დაკავების საქმეს და ამბობს, რომ უსამართლობაა, ჟურნალისტი ქალის ციხეში ჩასმა პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მაშინ, როდესაც ჟურნალისტების ცემისა და სასტიკი ძალადობისთვის დღემდე არავინ არის დაკავებული. 

არქიმანდრიტი სვამს კითხვას - თუ მზია ამაღლობელი დამნაშავეა, რამდენად უფრო დამნაშავეა ის ხალხი, ვინც ქუჩაში უმოწყალოდ სცემდა ხალხს?

სასულიერო პირმა ქადაგებისას პირდაპირ თქვა, რომ ვინც უსამართლობას და ძალადობას აპროტეტსტებს, "ისინი მართლები არიან, სიმართელს მიყვებიან, ხოლო ვინც დუმს, მასთან არ მოვა ჭეშმარიტება შემდეგში".

ერთმა ჟურნალისტმა პოლიციელს ლოყაში გაარტყა. ის ჟურნალისტი დაიჭირეს, დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ... ამბობენ, რომ პოლციიელს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ჩვენ ვიცით ასევე ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგნენ -5-7 კაცი ფეხებით დაადგა და ქუსლებით ცემდნენ მიწაზე დავარდნილს - ახლა კითხვა დავსვათ, რომელია უფრო დამნაშავე? 

თუ ეს დამნაშავეა, რომ ამ პოლციელს ლოყა აუწითლდა და ტკივილი იგრძნო, რამდენად უფრო დამნაშავეა ის ხალხი, ვინც ქუჩაში უმოწყალოდ სცემდნენ და გადარჩნენ ღვთის შეწევნით, თორემ მათი ხელიდან რომ მკვდრები იქნებოდნენ. აი დასვი კითხვა - რომელია მართალი? ამას ციხე ეკუთვნის და იმათ თავისუფლება? სად არიან ისინი, რატომ არ არიან დაჭერილები. 

ასეთი უსამართლობები რომ ხდება, ამ უსამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭულები დარჩებით მთელი ცხოვრება.

როდესაც ცუდ რამეს ჩადიხარ, მაშინაც კი არ უნდა დაგეხუჭოს თავლი და გონება ხედავდე სად არის სამართალი და რომელია მართალი? ანუ შენ რო დაეცე, უნდა ხედავდე რომ დაცემული ხარ და დღეს რომ უსამართლობა ხდება, იმათგან ვინც სამართლის დამცველები არიან, ამას უნდა ხედავდეთ და არა მოხლოდ ხედავდეთ, უნდა ამბობდეთ, რომ ეს არის უსამართლობა. ამბობს ბევრი, ხედავს ბევრი, ამიტომაც ის ადამიანები, ვინც ამას აპროტესტებენ, მართლები არიან, სიმართელს მიყვებიან, ხოლო ვინც დუმს, მასთან არ მოვა ჭეშმარიტება შემდეგში. როცა შენ მოგადგება ბოროტება, ვერ დაინახავ რომ ის ბოროტებაა, რადგან ერთხელ უკვე მიიღეს", - თქვა არქიმანდრიტმა. 

მსგავსი სიახლეები