საბა ბაღდავაძის საქმეზე უფლებადამცველებმა ომბუდსმენს მიმართეს- “ველოდებით, რა დადგინდება, შემოწმების შემდეგ“
სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფოიერვერკის გასროლის გამო 30-დღიან პატიმრობაში გაშვეს, ირწმუნება, რომ დაკავების დროს, ის ძალადობის მსხვერპლი გახდა.
საბა ბაღდავაძე უფლებადამცველს უყვება, რომ ჯერ სცემეს, შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ასევე, დაემუქრნენ კიდეც, რომ თუ აქციაზე კიდევ გავიდოდა, შესაძლოა, უარესი დამართნოდა.
უფლებადამცველები ახლა სახალხო დამცველის აპარატს მიმართავენ, რათა გაირკვეს, რა მოხდა ბაღდავაძის დაკავების მომენტში.
მიმართული გვაქვს სახალხო დამცველისთვის დ უკუკავშირს ველოდებით, თუ რა დადგინდება, შემოწმების შემდეგ. ჩვენ დრეს ვხედავთ, რომ რეპრესიების ახალი ტალღაა, რომლის ფარგლებშიც გადასულები არიან აქტივისტი ქალების დაკავებაზე, დაკავებულებზე ძალადობაზე, ვიცით, შემთხვევები, როდესაც ადამაინებიდ აკავების სემდეგ აწამეს და არცერთი საქმე არ არის გამოძიებული, სწორედ ეს არის შერჩევითი სამართალი,- ამბობს მარიკა არევაძე.
ბაღდავაძის ადვოკატის თქმით, “მიუხედავად ძალადობის და დაშინებისა, საბა არ გამტყდარა, არის ძლიერად და ერთი სული აქვს, რომ გამოვიდეს და დაუბრუნდეს პროტესტს“.
მასზე შინაგან საქმეთა სამინისტროში იძალადეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. როდესაც საბას ვეკითხებოდი, მისი აზრით, რას ემსახურებოდა ეს ქმედება, მან მიპასუხა, რომ მათ სურდათ მისი გატეხვა, რათა შინაგან გაეტეხათ, რადგან იცოდნენ, რომ მასზე არანაირი პატიმრობა არ იმოქმედებდა. მათ აირჩიეს ჩემი ფსიქოლოგიურად გატეხვის გზაო, მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ძალადობდნენ და მეუბნებოდნენ, რომ გამოხვალ, ამის შემდეგაც ამოგალპობთ ციხეშიო, მაგრამ ყველამ კარგად ნახეთ, რომ საბა არ გამტყდარა, არის ძლიერად და ერთი სული აქვს, რომ გამოვიდეს და დაუბრუნდეს პროტესტს,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
საბა ბაღდავაძე 23 მაისს პარლამენტის წინ ზუგდიდელი აქტივისტი ქალების, მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას სოლიდარობის ნიშნად ფიიერვერკი გაუშვა. ბაღდავაძე მომხდარიდან რამდენიმე საათში, აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.
25 მაისს გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელზედაც სანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ბაღდავაძეს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.