მოწმის ჩვენება სასამართლოზე, რომელმაც მამუკა ხაზარაძე წულუკიანის კომისიაზე "სიგნალით" დაიბარა
რატომ აირჩიეთ სიგნალი? - ამ კითხვით მიმართა დღეს მამუკა ხაზარაძის უფლებადამცველმა სასამართლოში მოწმედ გამოძახებულ თეა წულუკიანის სამდივნოს წევრს, რომელმაც "ძლიერი საქართველოს" ლიდერს წულუკიანის კომისიაზე დაბარების შესახებ სოციალურ ქსელ "სიგნალზე" მიწერა.
30 წლიანი საადვოკატო პრაქტიკა მაქვს და "სიგნალით" და "ვოთსაფით" დაბარებული ადამიანი არ მინახავს. რაიმე განაწესი არსებობს, რომ სიგნალით დაიბაროთ ადამიანები, თუ ქვენით გადაწყვიტეთ? - ჰკითხა ადვოკატმა ბრალდებსი ხმარის მოწმეს.
"სიგნალი" და "ვოთსაფი" უფრო სწრაფია - ეს იყო თეა წულუკიანის სამდივნოს წევრის პასუხი, რომელიც მან სასამართლოს წინაშე გააჟღერა.
სასამართლოზე ასევე დაიკითხა მოწმე გამომძიებელი, რომელმაც თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები პირადად თეა წულუკიანის წერილის საფუძველზე ჩაატარა.
წულუკიანის ხელმოწერა ფიქსირდებოდა წერილზე, ვენდეთ სიტყვაზე თეა წულუკიანს - განაცხადა მოწმემ.
დღეს სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ მოსამართლე ზვიად შარაძეს ჰკითხა, თუ რატომ არ დაიბარა თეა წულუკიანი სასამართლოზე:
წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმჯდომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო - ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!- განაცხადა ხაზარაძემ.
დღეს ამავე საქმეზე ასევე გაიმართა "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სასამრთლო პროცესი.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.