სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, უჩა ქემაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს, რომელმაც რუსთაველის გამზირზე “ქართული ოცნების“ დროშა დაწვა.
ამ წუთებში კი იმ პოლიციელს კითხავენ, რომელმაც უშუალოდ ქემაშვილი დააკავა.
უჩა ქემაშვილს ოფიციალურად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა ის მიიჩნევს, რომ რეალურად შურისძიების მსხვერპლი გახდა და იმიტომ დააკავეს, რომ დროშა დაწვა.
ქემაშვილი ამბობს, რომ “დროშასაც არ უწოდებს იმ ნაჭერს, რომელიც მან დაწვა და აცხადებს, რომ ამ ყველაფერს კიდევ გაიმერეობს, რადგან ის, რაც ქვეყანამ ბოლო პერიოდში გაიარა, “ქართული ოცნების“ მხრიდან, დიდი უსამართლობაა“.
უჩა ქემაშვილი იყო უკანონო დაკავებული, რატომ დააკავეს? იმიტომ რომ აქციაზე ალუჩას არიგებდა, ასევე მონაწილეობა მიიღო “ქართული ოცნების“ ნაჭრის დაწვაში, ეს ყველაფერი სამართლებრივად არ არის დასჯადი, ამის შემდეგ მოხდა მისი ე.წ. ამოჩემება, მას გადაეკიდნენ, სახლამდე გაეკიდა რამდენიმე ათეული პოლიციელი, დააკავეს უკანონოდ. თითქოს, უჩამ გაუწია წინააღმდეგობა, აი, რატომ უნდა გაეწია წინააღმდეგობა, მითუმეტეს მის სახლთან, რატომ მოხვდა 20-მდე პოლიციელი მის სახლთან? ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და დააკავეს იმიტომ, რომ უჩა არის აქტიური, სამშობლოზე შეყვარებული-ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
შეგახსენებთ, რომ უჩა ქემაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე 27 მაისს დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ხელოსანს, რომელიც პროევროპული აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ალუჩას ურიგებდა, ხელბორკილები აქციის დასრულების შემდეგ დაადეს.