სოციალურ ქსელებში გამოხატვის უფლებაში ჩარევა დაუშვებელია-ნონა ქურდოვანიძე
“ქართული ოცნება" სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტების/კომენტარების გამო მოქალაქეებს უჩივის- "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ “ამ ქმედებით, სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ახლა სხვა ეტაპზე გადადის“.
ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ “სოციალურ ქსელებში გამოხატვის უფლებაში ჩარევა დაუშვებელია, თუ ის არ შეიცავს, მყისიერ საფრთხეს სხვა ადამიანისთვის, მუქარას და არ არის ძალადობრივი.“
სოციალურ ქსელებში გამოხატვის შეზღუდვის ტენდენციები რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ასეთი საქმე სულ რამდენიმე იყო, როდესაც პირი სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრებების გამო დასაჯეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა საიამ სტრასბურგშიც გაასაჩივრა. ეს საქმე უკვე დაკომუნიცირებულია.
სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ახლა სხვა ეტაპზე გადადის. ამას მოწმობს “ქართული ოცნების" საჩივარი, რომელიც წარადგინეს მოქალაქეების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტების/კომენტარების გამო.
თუ სოციალურ ქსელებში გამოხატული კრიტიკული აზრი არ შეიცავს მყისიერ საფრთხეს სხვა ადამიანისთვის, მუქარას, არ არის ძალადობრივი, ასეთ დროს გამოხატვის უფლებაში ჩარევა დაუშვებელია,-წერს ქურდოვანიძე.
გინება სოცქსელში დასჯადი ხდება-ფრაქცია “ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის.
“ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მათ მტკიცებულებები შეაგროვეს, იქნებოდა ეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტები, სატელევიზიო ეთერში გამოხატული აზრი, ან საჯარო სივრცეში დაფიქსირებული პოზიცია, რაც მათ მიიჩნიეს, რომ შეურაცხმყოფელი იქნებოდა და ამ ყველაფერს შსს-ს წარუდგენენ.
- ირაკლი კირცხალიას თქმით, საჩივრის მიზანია "მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება".