სასამართლოში ბექა პაპაშვილის პროცესი მიმდინარეობს-მას წულუკიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან

06.06.25 17:36
სასამართლოში ბექა პაპაშვილის პროცესი მიმდინარეობს-მას წულუკიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან

საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, ბექა პაპაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მას თეა წულუკიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

საქმე ეხება წულუკიანის სახლთან გამართულ აქციას.

პაპაშვილი ვარაუდობს, რომ მოსამართლე მასაც, სხვა აქტივისტების მსგავსად, ციხეში გაუშვებს.

სამარცხვინო განაცხადი, რომ ანწუხელიძე არის, თურმე ვიღაცის უაზრო პიარს შეწირული, მოქალაქეები შევიკრიბეთ მის სახლთან, რა დროსაც მე შევიგინე მოღალატეების მიმართ და მათზე, ვინც ფიქრობს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს დაწყებულია. ამაზე დაიწყეს საქმის წარმოება, 166-ე მუხლით, მოღალატეების გინებისთვის მასამართლებენ. მოლოდინებს რაც შეეხება-იზოლატორისთვის გამოსაცვლელები მაქვს წამოღებული, პატიმრობას ველოდები და საამაყოცაა, ეროვნული გმირებისთვის ციხეში გამოკეტვა, - ამბობს პაპაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები